გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო რუსეთის ბაზრისგან დამოუკიდებელი იყოს

22-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემულ

ბრძანებას, საქართველოში ავიარეისების შესრულების აკრძალვის თაობაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველაფერი კეთდება ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყოს რუსეთის ბაზრისგან.

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა არავითარ შემთხვევაში, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური ინტერესი საქართველოსი არ დაზარალდეს. 

ყველაფერი, რაც გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიერ: ბაზრების დივერსიფიკაცია, ევროპასთან დადებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ჩინეთთან დადებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, სატრანზიტო სისტემების განვითარება და ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება არის იმისკენ მიმართული, რომ იყოს საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი, მათ შორის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და თქვენ ხედავთ, რამდენი პროექტი ხორციელდება საქართველოში. ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რათა საქართველო იყოს დამოუიდებელი ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, მათ შორის რუსეთის ბაზრისაგან" - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ გახდა ცნობილი ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930