გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომისია 400-მდე დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს

13-02-2018

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის თაობაზე, 400-მდე ოჯახის განაცხადსა და ვაზიანში, 40 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხებს განიხილავს. 

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო სახლს შეისყიდის. 

ვაზიანში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 448 დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. მონიტორინგის პერიოდში, დევნილი ოჯახების ნაწილმა გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევანი სახლის შესყიდვაზე გააკეთა. კომისია აღნიშნული დევნილი ოჯახების საკითხსაც განიხილავს. 

კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930