გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსი ბლოგერი: ის, რაც საქართველოში ხდება, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც რუსული მედია ყვება

23-06-2019

„საპროტესტო აქციები საქართველოში. რის შესახებ დუმს რუსული მასმედია. რეპორტაჟი თბილისიდან. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ძალიან განსხვავებულია იმისაგან, რასაც რუსული მედია ყვება“, - ამ შესავლით იწყება რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვის რეპორტაჟი თბილისიდან. ბლოგერი თავად იმყოფება რუსთაველის გამზირზე და დეტალურად ჰყვება მიმდინარე მოვლენებზე:


„გამარჯობა, მე ვარ ალექსეი რომანოვი. ეს არის თბილისი და დღეს 22 ივნისია, დილის სამი საათი. ეს რუსთაველის პროსპექტია. გუშინ ჩატარდა ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელიც საზოგადოებასა და პოლიციას შორის ძალადობით დასრულდა. დღესაც აქციები გრძელდება. აქცია უფრო მასშტაბური იყო, თუმცა საბედნიეროდ მშვიდობიანად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა შუაღამეა, ხალხი დაშლას მაინც არ აპირებს და ადგილიდან არ იძვრის.


მოქალაქეები გამოდიან სიტყვით, თუ როგორ იძალადა პოლიციამ მათზე და ითხოვენ დამნაშავის დასჯას. ასევე მათი მოთხოვნაა, თანამდებობიდან გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი“, — ამბობს ალექსეი რომანოვი.


ამ შესავლის შემდეგ, რუსი ბლოგერი ამბის მოყოლას სულ თავიდან იწყებს. მისი თქმით, პრობლემა სერგი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენით დაიწყო.



https://commersant.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930