გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ - „რუსთავი 2“-მა უბინძურეს პროვოკაციას მიმართა

23-06-2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება, თითქოსდა ხელისუფლება ტელეკომპანიაში შეჭრას აპირებს, სიცრუეა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად.

პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რაც ახლა წამოიწყეს, ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არც ერთ მედიას არ ემუქრება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს ეთერში და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად გაგრძელება და ეს არის მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარის განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა ორი დღის წინ“-აცხადებს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თითქოსდა ხელისუფლება ტელეკომპანიაში ძალადობრივ შეჭრას გეგმავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930