გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: “რუსთავი 2” და მისი მთავარი იდეოლოგი სიცრუეზე და შანტაჟზეა ორიენტირებული

23-06-2019

„რუსთავი-2 და განსაკუთრებით მისი მთავარი იდეოლოგი სიცრუეზე და შანტაჟზეა ორიენტირებული“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, შანტაჟი და ტყუილი ისევ მათი მოქმედების სტილია, ნიკა გვარამიას განცხადების მთავარი მიზანი კი საპროტესტო მუხტის შენარჩუნებაა.

„მინდა გამოვიყენო ჩემი აქ დილიდან ყოფნა და დავაზუსტო, ფანტაზიის პიკი, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და ღიმილის მომგვრელია ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს რუსთავი2-ს ვინმე შტურმით აღებას უპირებს. ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, რაშიც ალბათ გარკვეული მიზანი დევს - შეინარჩუნონ მიტინგის ის შინაარსი, თითქოსდა ამ მიტინგით უნდათ დაიბრუნონ თავისუფლება, თითქოს ამას ვინმე ზღუდავს. მთავარი მიზანია, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. შანტაჟი და ტყუილი ისევ მათი მოქმედების სტილია“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930