გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება, აქედან 2 მართვით სუნთქვაზეა

24-06-2019

20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულებიდან 19 ადამიანი კვლავ კლინიკებში რჩება.


ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


ორივე მათგანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენ 17 ადამიანს კი ჯანმრთელობის მსუბუქი ან საშუალო დაზიანება აღენიშნება.


20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელია.



https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031