გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გაატარე ზაფხული საქართველოში“ - სოციალური კამპანია ტურისტებისთვის

24-06-2019

„გაატარე ზაფხული საქართველოში - #spendyoursummeringeorgia” - სოციალური კამპანია, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა, რამდენიმე ქართველმა გოგონამ "ფეისბუქ-ჯგუფის" შექმნით წამოიწყო.


კამპანიაში, ქართველების გარდა, უცხოელებიც აქტიურად ჩაერთვნენ და პოსტები ქართულსა და ინგლისურ ენებზე იწერება. ორგანიზატორების თქმით, ისინი მხოლოდ ფეიქბუქ ჯგუფსა და გვერდს არ დაჯერდებიან და კამპანია ფართო მასშტაბს მიიღებს, მალე დაემატება ინსტაგრამ გვერდი და ვებსაიტიც.


კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარი ჯობავა:


„ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia”


კამპანიის წამოწყების მიზეზი რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ავიარეისები 8 ივლისიდან უნდა შეჩერდეს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.


კამპანიაში აქტიურად ჩაერთო საქართველოს მოსახლეობა. სასტუმროს მეპატრონეები შეღავათიან ფასად სტავაზობენ მომსახურეობას ტურისტებს, ზოგიერთი კი უსასყიდლოდ უთმობს სასტუმროს ნომრებს უცხოელებს.


ბლოგერები და იუთუბერები აქტიურად აზიარებენ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლებსა და პოსტებს, ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან მზადყოფნას გამოთქვამენ სრულიად უსასყიდლოდ გაავრცელონ ბუკლეტები იქ, სადაც იმყოფებიან.


სოციალური კამპანია 22 ივნისს დაიწყო და ორ დღეში ფეისბუქ ჯგუფის წევრთა რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბა, მათი რიცხვი ყოველწამიერად იზრდება.


ფეისბუქ ჯგუფის ლინკი - https://www.facebook.com/groups/486924415377486/


გაატარე ზაფხული საქართველოში - #spendyoursummeringeorgia




https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930