გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიანა ღურწკაიამ რუსებს ქართველების სახელით მოუბოდიშა

24-06-2019

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა ქართველი ისე არ ფიქრობს რუსეთის შესახებ, როგორც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ. ამის შესახებ მან რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა.


ღურწკაიას თქმით, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი რუსების მიმართ სტუმართმოყვარეა და მეგობრულად არის განწყობილი. როგორც მომღერალი ამბობს, ის ამ დღეების განმავლობაში საქართველოში იყო. ღურწკაიას თქმით, მას ქუჩაში უნივერსიტეტის ლექტორი მიუახლოვდა და უთხრა, რომ "თუ ხელისუფლებას არ ჰყოფნის გაგებისა და ტაქტის უნარი, მას სურს ამისთვის მოიბოდიშოს. და როგორც ქართველი მეც ვუერთდები მის სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ყველა მართლმადიდებელ ძმას და დას, რომელიც ღონისძიებისგან იმედგაცრუებული დარჩა", - უთხრა დიანა ღურწკაიამ რუსულ საინფორმაციო ვებგვერდს.


20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია და ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქცია. 20 ივნისს პარლამენტის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები, ბოლოს კი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალა.


მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. სადეპუტატო მანდატი დატოვა ასამბლეის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა.


რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 300-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან 80 პოლიციელი იყო. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე მკურნალობს.


რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930