გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა, მათ შორის დავაფინანსებთ საზღვარგარეთ მკურნალობას

24-06-2019

ძალიან გული მტკივა, გვტკივა ყველა ჩვენგანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა, - მხედველობა იქნება თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობა. ამაში შედის მათი მკურნალობის ხარჯები საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში,- ეს განცხადება პრემიერის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.


„მე მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი გულისტკივილი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც განიცადეს ძალიან სერიოზული დაზიანებები; მათ შორის არიან ჟურნალისტები, ბევრ მათგანს კარგად და დიდი ხანია ვიცნობ. ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ დაკარგეს მხედველობა, ადამიანები, რომლებიც დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობენ.


ძალიან გული მტკივა, გვტკივა ყველა ჩვენგანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა, - მხედველობა იქნება თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობა. ამაში შედის მათი მკურნალობის ხარჯები საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში, სადაც შესაძლებელი იქნება მათ გაუკეთდეთ მაქსიმუმი და მაქსიმალურად ვეცდებით რომ მათი ჯანმრთელობა სრულად იქნას აღდგენილი, შეძლებისდაგვარად“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930