გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ტურისტული ბაზარი უსაფრთხოა

24-06-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.



„შეხვედრების ამოცანაა, უშუალოდ ტურისტული ბიზნესისგან მოვისმინო, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგნენ რეალურად. მაგალითად, ციფრები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერა ბიზნესმა, არის რეალური გამოწვევა, რადგან წლის ბოლომდე მოლოდინი იყო, რომ დაახლოებით მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა საქართველოში, რაც დაახლოებით 2 მილიარდი ლარის შემოსავალი იქნებოდა სექტორისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია და ბიზნესის თხოვნაც არის ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება იმის შესახებ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურიზმისთვის და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმს, მათ შორის, ტრადიციული ბაზრებიდან ჩამოსულ ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებს. 



„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო და ეს დადასტურებულია უამრავი საერთაშორისო რეიტინგით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ნათია თურნავა დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031