გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 პირი გაათავისუფლა

25-06-2019

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაკავებული 41 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი უდანაშაულოდ ცნო.


სასამართლომ დაკავებულებს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რადგან მათ ეს ვადა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოხდილი აქვთ, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ.


დაკავებული მოქალაქეების ნაწილის ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გვიან ღამით დასრულდა. სააპელაციო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დაკავებულების ადმინისტრაციული საჩივრები განიხილა.


25 ივნისს უნდა გაიმართოს აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაიას პროცესი.


მოსამართლეს საჩივრის განხილვის გადადების შუამდგომლობით 23 ივნისს თავად ბასილაიამ მიმართა. ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციაზე სამართალდამცველებმა ათეულობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და სოლიდარობის ნიშნად, პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა მანამდე, სანამ სხვა დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.


20 ივნისს აქციაზე 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930