25-06-2019
ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან სიმაღლიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, დაშავებული დაახლოებით 21:00 საათისთვის გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ რიყეზე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა.
ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
ამ დროისთვის მესამე დაშავებულს კლინიკა „ამტელ-ჰოსპიტალში“ უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
https://www.interpressnews.ge/ka/