25-06-2019
სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა.
ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მეგობარია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტუაცია წყნარდება და მმართველ პარტიას სურს შეასრულოს საპროტესტო აქციის მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას გვერდში დგომისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება.