25-06-2019
საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია და ჰოლანდიური „ვიტესის“ ექს კაპიტანი Insagram-ზე თავის გამომწერებს მიმართავს და საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
ქართველი ფეხბურთელი ამ ფორმით ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.
„მსოფლიოს გარშემო მიმოგზაურია, მაგრამ ქართულ საჭმელთან ახლოსაც კი ვერაფერი მოდის. ვფიცავ, არც კი იცით, რა გელით. ბათუმის ლამაზი არქიტექტურა ზღვასთან ერთად, ზამთარში კი – სრიალი! საქართველო ყველა სეზონზე საუკეთესოა!
ჩემო ნიდერლანდელო მეგობრებო: წადით საქართველოში და საბოლოოდ ნახეთ ნამდვილი მთა(მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბრტყელი ქვეყანაც მიყვარს) P.S. ლეგენდის თანახმად, თქვენი კაპიტნის მაისურები იქ უფრო იაფია"- წერს კაშია.