25-06-2019
აშშ-ში, ფორ ბენინგში მიმდინარე აშშ-ის თოფის და პისტოლეტის სროლის ნაციონალურ ჩემპიონატზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ჭინჭარაულმა, თოფით პარა სროლის R4 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ჩემპიონატში 8 ქვეყნის 14 უძლიერესი პარა მსროლელი მონაწილეობდა. ვლადიმერ ჭინჭარაული ხვალ თოფით R5 კატეგორიაში გამოვა.