გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინელი მინისტრი საქართველოში მიმდინარე აქციებს ქართულ ენაზე გამოეხმაურა

25-06-2019

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი თბილისში მიმდინარე აქციებს ქართულ და უკრაინულ ენაზე გამოეხმაურა.


„"რუსეთი - ოკუპანტი" და "პუტინი - ხ*უილო" -- ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან“, - წერს ულიანა სუპრუნი მიკრობლოგ Twitter-ზე.


მანამდე უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა.


თბილისში დემონსტრაცია 20 ივნისს დაიწყო. საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის, სერგეი გავრილოვის მიმართვას მოჰყვა. რუსი დეპუტატი თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930