გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

25-06-2019

თბილისში დაბრუნდა საქართველოს 20-წლამდელ ნაკრები, რომლიც არგენტინაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდების ათეულში მოხვდა.


უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ამ შედეგს ზედიზედ მეოთხედ მიაღწიეს და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვეს მსოფლიოს ელიტურ 12-ეულში ადგილი.


ამით უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთივე რეკორდი გააუმჯობესეს.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იმსაჯა ქართველმა არბიტრმა, 24 წლის ნიკა ამაშუკელმა.


„მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლას ნორმალურად შევაფასებდი, რადგან ათეულში ადგილი შევინარჩუნეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეტიც შეგვეძლო. ჩვენთვის პრინციპული იყო ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა იტალიასთან, რომელიც 17:29 დავთმეთ. სამწუხაროდ, ამაზე გავლენა მრავალმა ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის თბილისში მიმდინარე მოვლენებმა – ცხადია, ყველა ვნერვიულობდით და მომხდარს განვიცდიდით. მაგრამ ვიშრომებთ, რომ შედეგები გავაუმჯობესოთ – ქართულ რაგბის ამის პოტენციალი გააჩნია“, – ამბობს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე.





https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930