გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინსკის მეორე ევროპული თამაშების ტრიუმფატორი სამბისტები საქართველოში დაბრუნდნენ

25-06-2019

თბილისში საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრები დაბრუნდა, რომელმაც მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე შესანიშნავად იასპარეზა.


ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილებმა 11 მედალი მოიპოვეს – ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო, ვაჟთა ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა და ამ სახეობაში აღიარებული ლიდერი რუსეთიც უკან ჩამოიტოვა.


წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.


„მიხარია, რომ საქართველოს ამხელა სიხარული მივანიჭეთ. ჩვენს თითოეულ სპორტსმენს ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადო. მათ ყველაფერი გააკეთეს, ქვეყანა რომ ესახელებინათ და ეს შეძლეს. აქვე მინდა, ვთქვა ნინო ოძელაშვილზე, რომელიც ფინალს იგებდა და შემდეგ ნახეთ, რაც მოხდა. მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ ძალიან წარმატებული გამოსვლა გვქონდა, რადგან ბევრი მედალი მოვიპოვეთ და ვაჟთა ნაკრებმა გუნდური პირველობა მოიპოვა“, – ამბობს სამბოში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი.


ევროპული თამაშების გამარჯვებულმა სამბოში დავით ლორიაშვილმა (100 კგ) აღნიშნა, რომ ოქროს მედალს უძღვნის საქართველოს და თითოეულ ქართველს.

„ჩვენ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავდა, მაგრამ შევძელით და ოთხი ოქრო მოვიპოვეთ. ამავე დროს, მინდა, წარმატება ვუსურვო იმ სპორტსმენებს, რომლებიც მინსკში დარჩნენ და იასპარეზებენ“, – განაცხადა დავით ლორიაშვილმა.


ევროპული თამაშების გამარჯვებულმა სამბოში ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) კი განაცხადა, რომ თამაშებზე ყველაფერი ლოგიკურად მოხდა.


„გუნდი კარგად მოგვამზადეს და შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა. მეამაყება, რომ საქართველოს დროშა მაღლა ავწიეთ – ამაზე მეტი სიხარული წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ბექა ბერძენიშვილმა.







https://1tv.ge/





ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031