გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერიის ყოფილი თანამშრომელი დაჭრეს, დაკავებულია ორი პირი

25-06-2019

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე დაჭრილია. სავარაუდოდ, მას კონფლიქტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატთან და "ბათუმის დინამოს" პლაჟის ფეხბურთის ხელმძღვანელთან კახა მიქელაძესთან მოუვიდა.


ალექსანდრე თევზაძე ჭრილობა იარაღით მიაყენეს. შსს გვეუბნებიან, რომ ფაქტზე დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სამართალდამცველები 279 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც ჯგუფურად იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.


დაზარალებული ​ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.


ადასტურებს, რომ მას ინციდენტი მოუვიდა, თუმცა კითხვაზე დაჭრა თუ არა ის კახა მიქელაძემ არ პასუხობს.


მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ის, რომ ინციდენტი ფბ სტატუსიდან დაიწყო, ადასტურებს აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატიც.






http://ajaratv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031