გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ

25-06-2019

დღეს პარლამენტი ახალ თავმდჯომარეს აირჩევს. უმრავლესობამ არჩევანი არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზე შეაჩერა.


როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი განმარტავს, პროცედურა 20-წუთიანი სიტყვით დაიწყება, რომელსაც დეპუტატების კითხვები და პოლიტიკური დებატები მოჰყვება.


შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატის, გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო დატოვა.


პარლამენტის სპიკერის გადადგომის შემდეგ სავარაუდო კანდიდატად უმრავლესობამ არჩილ თალაკვაძე დაასახელა, რომელსაც ოფიციალურად დღეს აირჩევენ.


20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სადეპუტატო მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930