გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან გოცირიძე: გახარია ვერ მოვა პარლამენტში, მან ჯერ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

25-06-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს, რასაც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები აპროტესტებენ.


როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, გიორგი გახარია ოკუპანტის გამო საკუთარი მოქალაქეების დასახიჩრებაშია პასუხისმგებელი.


"ჩვენ ყველაფერი ვიცით, თქვენ არ იცნობთ ხალხს, სხედართ კაბინეტებში.


გიორგი გახარია ოკუპანტის გამო საკუთარი მოქალაქეების დასახიჩრებაშია პასუხისმგებელი.


ახლა რჩევა მაქვს მისთვის - ჯერ გადადგეს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გაფრთხილებთ, თქვენ არ იცნობთ ხალხს.


მოგიწევთ გახარიას გათავისუფლება, გახარია ვერ მოვა პარლამენტში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.


ოპოზიციის ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ასეთი მოწოდებები ხან აშკარაა, ხან - შეფარული.


"რას ნიშნავს, გახარია ვერ შემოვა პარლამენტში?! ეს მათი ხელწერაა, რომელიც ვერ მოიშალეს", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930