გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: პირველ რიგში პასუხისგება ეკუთვნის იმათ, ვინც ეს ახალგაზრდები შეატოვა შეიარაღებულ პოლიციას

25-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე 20 ივნისის ღამის მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით ამ მოვლენებში მთავარი დამნაშავეები ის ადამიანები არიან, ვინც ახალგაზრდები წააქეზა.

"სიძულვილის ენით ველაპარაკებით, არის ძალიან დიდი უარყოფითი მუხტი ხალხში და აი ეს გზა არჩევნების, როდესაც თითოეული მოქალაქის ხმას მნიშვნელობა აქვს, ჩემი აზრით არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, იმისათვის, რომ სამოქალაქო თანხმობას მივაღწიოთ, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი ხმა არ დაიკარგება და მოვიდეს არჩევნებზე. ესა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მოვიდეს და დააფიქსიროს კიდეც არის თუ არა საკმარისად პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნება“ და მისი მთვრობა. და ეს არის სწორედ ის, რასაც ხალხის ნება წყვეტს და არა ზოგიერთი დემაგოგების მოთხოვნა.

მაგრამ ამასთან ერთდ არსებობს პასუხისმგებლობა იმ ხალხი, ვინც.. ხალხს ვერ დავარქმევ იმათ, იმ ტოქსიური ძალის, იმ წამქეზებელი პოლიტიკოსების, რომელთაც ეს ახალგაზრდები ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სპეცრაზმელებთან, სპეციალური საშუალებებით აღჭურვილ პოლიციელებთან გაუშვეს და მარტო მიატოვეს. მიატოვეს და მათ სახეზე და სხეულზე ერთი ნაკაწრი არ მინახავს, მაგრამ სამაგიეროდ დასახიჩრდა ადამიანები, დაკარგეს თვალი, და ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ,. ეს არის უბედურება.

პირველ რიგში პასუხისგება ეკუთვნის იმათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები, ვინც სახელმწიფო გადატრიალებისაკენ წაიყვანა და ვინც ეს ახალგაზრდები შეატოვა შეიარაღებულ პოლიციას.

რამდენიმესაათიანი ბრძოლის მერე ძქაან კარგად იცოდა, რომ იქ იქნებოდა აუცილებლად დაშავებულები, ძაან კარგად იცოდა, რომ იქ მიოხდება მერე ის პრობლემა, რომელსაც მერრე გამოიყენებდნე და კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ უზურპირებას ამ ხელისუფლების.

ამის გარდა, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებმა, ვისაც ადამიანებს ძნელად დავარქმევ და ვის გვერდზეც გმირი პოლიციელების ადგილი არ არის მათ გვერდზე.", - ამბობს აკაკი ზოიძე

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930