გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთის მოსახლეობა ტურისტული სეზონის ჩავარდნაში ბრალს "ნაციონალურ მოძრაობას" სდებს

25-06-2019

ქობულეთში მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ტურისტული სეზონი ზღვისპირა ქალაქში ჩავარდა.


ამაში მათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაადანაშაულეს და განმარტეს, რომ ვლადიმირ პუტინის პროვოცირება სწორედ ოპოზიციის წევრებმა განაპირობეს, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ფრენები აკრძალა.


შეკრებილების თქმით, პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ქობულეთში რუსმა ტურისტებმა სასტუმროებში ასობით ჯავშანი გააუქმეს.


აქციის მონაწილეებს საბანკო დავალიანების მქონე პირებიც შეუერთდნენ და დახმარება ითხოვეს.


ქობულეთში აქციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდნენ.


მთავრობის წევრები აქციის მონაწილეებს დაპირდნენ, რომ ხელისუფლება კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031