გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე: „ქართულმა ოცნებამ" თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო იმით, რომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, კონსტიტუციურად ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი

25-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე 20 ივნისის ღამის აქციის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ ამით რუსეთი გაახარეს.

"ამ აქციაზე ორი ლოზუნგია გამოკრული, „ჩვენი მთავრობა ხალხია“ და „ჩვენი მტერია რუსეთი“.

ის რაც მოხდა 19-20 ივნისის ღამეს ჩვენ დავშალეთ? ჩვენი მთავრობა, ხალხი და გავახარეთ მტერი, რომელსაც ისადაც აქვს გახარების საფუძველი გუშინდელი ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, როდესაც რუსეთს ხმა დაუბრუნეს. და არანაკლებ გახარებულია ჩვენი მტრები, ის რეჟიმი რუსეთში, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა ეჩხირება კისერში. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე რაც მოხდა არის ყველასი. ჩვენ გვყავს 270 დაშავებული, რომელიც წავიდნენ ჰოსპიტალში, 80 აქედან სამართალდამცველი, ორი ადამიანი, რომელიც დღემდე მძიმედ არის და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იმედია გადაწყდება ისე, რომ კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას აგვაშორებს თავს, იმიტომ, რომ თავდადებული მუშაობა ექიმების, ექთნების, სამაშველო სამსახურების იმ დღეს იყო იმის საწინდარი , რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია ავიცილეთ თვიდან. მაგრამ იმ დაკარგულ თვალს, იმ დასახიჩრებულ ახალგაზრდებს ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. „ქართულმა ოცნებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო იმითი, რომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, კონსტიტუციურად ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, აიღო იმითი, რომ მანდატი დატოვა ჩენმა კოლეგამ, აიღო იმითი, რომ ჩვენ შევთავაზეთ პროპორციული ნულოვანი ბარიერით საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენს გუნდში საკმაოდ ბევრი სკეპტიკოსი თუ მოწინააღმდეგე ჰყავს,

და რატომ შევთავაზეთ, იმიტომ კი არ შევთავაზეთ, რომ ეს ჩვენ რაღაც დამატებით საარჩევნო უპირატესობას მოგვცემს, ან იმიტომ კი არა, რომ აქ ვიღაცა, ზოგიერთი ჩვენი, ოპონენტსაც ვერ დავარქმევ, თითქოს ამას ითხოვს, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა, ეს არის გზა და ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირების, რომელიც ჩვენთან არის, ამ პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ის უმძიმესი დაპირისპირება, რომელიც გადმოინთხა 19-20 ივნისს, იმიტომ, რომ ის ყველაფერი რეალურად ძალიან ნეგატიური მაგრამ მაინც საბაბი იყო, და რეალობა ის იყო, რომ ჩვენ ვართ დაძაბული, ჩვენ ვართ ერთმანეთის მიმართ", - ამბობს აკაკი ზოიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930