25-06-2019
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძე ოფიციალურად უკვე შეცვალა.
ახალი თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ცოტა ხნის წინ ჩატარდა. მას მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.
კენჭისყრაში 101 დეპუტატი მონაწილეობდა.
კენჭისყრამდე სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. სხდომათა დარბაზი ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს.
შეგახსენებთ, 20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.
იმავე ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.