25-06-2019
მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე 20 ივნისის ღამის მოვლენებზე ისაუბრა.
„მოდი ვაღიაროთ და მოვიბოდიშეთ ათასგზის ამ დღეების განმავლობაში, ის ძალიან ცუდი შეცდომა, რაც ამ დარბაზში მოხდა. მე ვიყავი პირცველი, ვინც მოვვარდი ამ დარბაზში, ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან და უმრავლესობის ლიდერებთან შეთანხმებით და ჩავშალე ის, რაც აქ ხდებოდა. ის დათხრილი თვალები საიდან დაიწყო, ვინ მოუწოდებდა მათ, ვინ ანიშნებდა ხელით, ვინ ძალადობდა მათ აზრზე რომ პარლამენტი აეღოთ შტურმით. მათ უნდოდათ ხელისუფლების გადატრიალება. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიშით და სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი და ყველაფერი სადაც ვზივარ, ამათ კი უნდათ თავისი შვილების და ყველას შვილების მომავალი მოკლან, მეტი შანსი არ აქვთ და ასე უნდათ დაამყარონ დიქტატურა მომავალში“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.