გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრიარქო: მივმართავთ ხელისუფლებას, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ

25-06-2019

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს  და ხელისუფლებას სთხოვს გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალურობა განსასჯელთა მიმართ.

"კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს. 

ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.

მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში. 

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930