გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამაზ მეჭიაური: ქედს ვიხრი ზაქარია ქუცნაშვილის წინაშე!

25-06-2019

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილის მიერ საქართველოში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის ორგანიზებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ მის წინაშე ქედს იხრის.


„გულწრფელად, ქედს ვიხრი მის წინაშე - რაც ვერ შეძლო პოლიტიკოსების ვერცერთმა თაობამ, მოახერხა მან და საფუძველი ჩაუყარა ყველაზე დემოკრატიულ რეფორმებს“, - წერს თამაზ მეჭიაური.


შეგახსენებთ, რომ თიანეთის არჩეული მერი, თამაზ მეჭიაური და საქართველოს პარლამენტის აწ უკვე ყოფილი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ერთმანეთს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უკიდურესად დაუპირისპირდნენ.


მმართველი გუნდის მიერ გუშინ გახმოვანებული ინიციატივით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930