26-06-2019
ავღანეთში ნატო-ს მისიის "მტკიცე მხარდაჭერის" წევრი ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ჯარისკაცების დაღუპვა ავღანეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩასვლიდან მეორე დღეს მოხდა.
ამასთან, დაღუპულთა ვინაობა მათი ნათესავების ინფორმირებულობამდე არ გასაჯაროვდება. მომხდარის დეტალები უცნობია.
აშშ-ის მთავრობის მონაცემებით,წელს ავღანეთში ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
2015 წლიდან დღემდე კი, ავღანეთში 65 ამერიკელი ჯარისკაცია გარდაცვლილი.