გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
El Español: საქართველო სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა

26-06-2019

პოპულარული ესპანური გამოცემა El Español საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „საქართველო, სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა“.


ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება.


ავტორი საუბრობს თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნების და არქიტექტურის შესახებ.


სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.


სტატიის ავტორი ტურისტებს კულტურული ძეგლების, განსაკუთრებით კი - უფლისციხის უნიკალური არქიტექტურის დათვალიერებას ურჩევს.


რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.


ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.


პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.


საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ კამპანია #VisitGeorgia და #Spendyoursummeringeorgia დაიწყეს.





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930