გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ - ს პრეზიდენტს შეხვდა

26-06-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ ყაზახური ავიაკომპანიის „Air Astana“ - ს პრეზიდენტს პიტერ ფოსტერს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება და ყაზახური ავიაკომპანიის გეგმები საქართველოში საქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომ „Air Astana“ წარმატებით მუშაობს საქართველოს ბაზარზე და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031