გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა ნაყოფია იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს

26-06-2019

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. მისი ინფორმაციით, ამ პირებს კავშირი აქვთ საგამოძიებო უწყებებთან და მმართველ გუნდთან.


„ალბათ, არავინ არ დაიჯერებს, რომ ბრალდებას, რაც ნიკა მელიას წაუყენეს, რამე საერთო აქვს სამართალთან. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და ნიკა მელიაზე ანგარიშსწორება. თქვენ ვითომ მოწმეები იცით თუ არა ვინ არიან? თუ არ იცით, მე გეტყვით. დავით ბარამაშვილი - სუს-ის თანამშრომელი, სანდრო ბარამაშვილი - შსს-ს თანამშრომელი, ალექსი ბუიშვილი - ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი შაიშმელაშვილი - თავდაცვის სამინისტრო, ნათია ბერიძე - 2018 წელს არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული კომისიის თავმჯდომარედ თუ მოადგილედ ერთ-ერთ რაინში. ამავე დროს ბაღის თანამშრომელი.

რა არის ეს მეგობრებო?! ესენი არიან მელიას მომხრეები, ვინც იქ იდგნენ და ვიზეც მან შემდგომში ზეწოლა უნდა განახორციელოს?!“ - განაცხადა კობა ნაყოფიამ.


საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ





https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930