26-06-2019
საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მმართველმა გუნდმა 15 - 4- ის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება დათანხმებოდა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.
საპროცედურო კომიტეტის წევრებს შორის, საკითხს 6 მომხრე და 1 წინმააღმდეგი ჰყავდა.
ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს შორის 9 მომხრე და 3 წინააღმდეგი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე გადასაწყვეტად გუშინ მიმართა.