გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურორი: გამოკითხული პოლიციელები ვიდეოფირში ნიკანორ მელიას გვერდით არიან

26-06-2019

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ამირან გულუაშვილის თქმით, პარლამენტში ადგილი ჰქონდა მოპოვებული მტკიცებულებების არასწორად ინტერპრეტირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„უნდა გავმიჯნოთ საპარლამენტო პროცედურები და ის პროცედურები, რაც სასამართლოში უნდა წარიმართოს. შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხდებოდა დეტალური მსჯელობა იმ მტკიცებულებებზე, რაც დღეის მდგომარეობით მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა იყო გარკვეულწილად მცდელობა იმისა, რომ ეს მტკიცებულებები დამახინჯებულიყო“-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მან განმარტა, რომ გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ აქციაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. გამოძიების მიერ გამოკითხული პოლიციელები კი 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეოკადრებში ნიკანორ მელიას გვერდით ფიგურირებენ.

„საქმეში მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები, საუბარი იყო პოლიციელების ჩვენებებზე იმ კონტექსტში, თითქოსდა ის გარემოება, რომ ისინი პოლიციელები არიან, აპრიორი მიუთითებს მათ ცრუ მოწმეობაზე, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი არის აღბეჭდილი ნიკანორ მელიას გვერდით ვიდეოფირზე“,- აღნიშნა პროკურორმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031