გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანის ციხეში დაჭრილი პატიმრის ოჯახი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს

14-02-2018


 

 

გლდანის #8 დაწესებულებაში  დაჭრილი პატიმრის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. როგორც მსჯავრდებულის ძმა მედიასთან განმარტავს, შემთხვევის ადგილას სუიციდის მცდელობის იარაღი ნაპოვნი არაა.

 

ჩოფიკაშვილები გამოძიებისა და მკურნალობის სათანადოდ ჩატარებას ითხოვენ.

 

„იძახიან სუიციდის მცდელობააო, მაგრამ იარაღი არაა ადგილზე ნაპოვნი. ხუთშაბათს მითხრა, რომ პარასკევს დავწერ ნახვაზე განცხადებასო და შაბათს ეს მოხდა. გამოძიება ნორმალურად უნდა ჩატარდეს, იმისთვის, რომ სიტუაციაში გავერკვეთ. ასევე მოვითხოვთ სათანადო ყურადღებას, რომ სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს“, - განაცხადა თამაზ ჩოფიკაშვილმა.

 

გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი 10 თებერვალს ნახეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031