27-06-2019
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს მამუკა ბახტაძის მისვლა პარლამენტში მიმდინარე პროცესების ფონზე არ იქნებოდა მისაღები და პრემიერი ყოველწლიურ ანგარიშს უფრო მშვიდ ვიტარებაში წარადგენს.
"ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციიდან ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ დესტქრუქციას, სიტუაციის დაძაბვის მცდელობას. მეტი მათი მხრიდან არაფერი მოდის. გუშინ ნიკა მელიაც კი არ დაიცვეს, ხოლოდ პოლიტიკური განცხადებები აკეთეს. ამ დღეებში სამთავრობო პროგრამაზე და სხვადასხვა დეტალებზე საუბარი შეიძლება არაადეეკვატურიც გამოჩენილიყო და სწორედ ამიტომ, მივდით დასკვნამდე, რომ რიგგარეშე სესია მოვიწვიოთ, გადავუხვიოთ თუნდაც რეგლამენტიდან და გავმართოთ შესაბამის დროს, როდესაც ოპოზიციაც ბოლომდე იქნება ჩართული და ყველა დეტალზე სუბარი იქნება შესაძლებელი და მათ შორის შესაძლებელი იქნება მიმდინარე მოვლენებზე საუბარიც და უფრო მეტად შეგვეძლება შეფასება წყნარად, მშვიდად და ყოველგვარი აღელვების, ემოციების გარეშე, რაციონალურად, რა მოხდა სინამდვილეში" - განაცხადა მდინარაძემ.