გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ცინიუკური ტყუილია, როცა ზოგიერთი გამოყენებულ ტყვიებს დათვისას ეძახის

27-06-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რაც შეეხება 20 ივნისს გამოყენებულ ტყვიებს, არც ერთი ტყვია რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით განსაზღვრულ ნორმებს, გამოყენებული არ ყოფილა. 
თუმცა, მინისტრის შეფასებით, ის რეგლამენტები რომლებიც დღეს ამ ნაწილში არსებობს, შესაძლებელია, გადაიხედოს. 


„ეს არის ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, არის გამოსაძიებელი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში შემდგომ ასეთი აღარ განმეორდეს. ჩვენ ხომ ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ სამწუხაროდ მომავალშიც შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტები გახდეს დასაცავი. ან რაღაც სხვა მასობრივი ღონისძიებები იყოს სადაც მსგავსი ექსცესები შეიძლება მოხდეს, ამიტომ ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, რომელთა ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი - რა მოხდა ამის გასაანალიზებლად და რა შეიძლება, რომ უკეთესი გავაკეთოთ. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა იყოს ობიექტური. 

თქვენ მაგალითად არალეტალურ რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზიგიერთი ეძახის დათვისას - ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გაჟღერდება. ყველაფერს ხომ გამოძიება გამოიძიებს და იტყვის რას რა სახელი უნდა ერქვას. თუმცა, ის რეგლამენტები რომლებიც დღეს არსებობს, ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში შესაძლებელია, რომ იყოს გადახედული. შეიძლება, რომ გადავხედოთ, რაღაც ნაწილში შეიძლება ამოვიღოთ, ან შეიძლება ცოტა სხვა სახის პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვალისწინებს რაღაც საერთაშორისო ნორმებს. თუმცა აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის შემთხვევები როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან, არის გამოსაძიებელი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან რომელიც იქნება გასაუმჯობესებელი. ეს სხვადასხვა რამეა. არსებობს დღევანდელი პროტოკოლი რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და თუ ვინმემ ეს დაარღვია, ეს ჩანს კამერებზე და გვაქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დასჯილი. რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ტყვია რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით მსგავს ღონისძიებაში გამოყენების ნორმებს, რა თქმა უნდა, გამოყენებული არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. თუმცა, რამდენად შეესაბამებოდა მათი გამოყენება იმ პროტოკოლს, რომელიც აძლევს შესაბამის პირს მისი გამოყენების კითხვის ნიშნები იყოს და ეს კონკრეტული შემთხვევები არის შესასწავლი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930