გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბიბისი“: რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხო არ არის, საქართველოში მყოფი რუსები საპირისპიროს ამბობენ

28-06-2019

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხო არ არის, საქართველოში მყოფი რუსები საპირისპიროს ამბობენ, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბიბისი“ და რუსულ მედიაში გავრცელებულ მოწოდებებს ეხმაურება.


„სახელმწიფო გაფრთხილებს, რომ საქართველოში თქვენს უსაფრთხოებას ვერავინ უზრუნველყოფს. არ შეიძლება, გაცვალოთ თქვენი ღირსება თბილისში ჩასვლისას ერთ ბოთლ უფასო ღვინოზე“, – ციტირებს „ბიბისი“ „რასია 1“-ის ტელეწამყვანის, ოლგა სკაბეევას სიტყვებს. აქვე აღნიშნულია, რომ რუსი ჟურნალისტი „უფრო შორს წავიდა“ და საფრთხის შესახებ ამცნო რუს მოქალაქეებს, როდესაც განაცხადა: „საქართველოში რუსებს კლავენ“.


„ბიბისი“ ასევე წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეაგირება, 8 ივლისიდან საქართველოში ფრენები აეკრძალა და შეზღუდვები დაეწესებინა რუსული ღვინის იმპორტისთვის, „საკმაოდ სწრაფი იყო“.


თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოში მყოფ რუსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.


„ჩვენ არ ვუსმენთ პუტინის რჩევას, საკუთარი აზრი გაგვაჩნია“, – ციტირებს შარდენის ქუჩიდან ერთ-ერთ რუს ტურისტს სტატიის ავტორი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მასთან ინტერვიუში არც ერთ რესპონდენტს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება არ გამოუთქვამს.


„აქ ჩამოსვლამდე მეგობრებთან გადავამოწმეთ და მათ გვითხრეს, რომ სრულიად უსაფრთხოა“, – აცხადებს კიდევ ერთი რუსი ტურისტი.


მისივე თქმით, „რუსების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არის, პირიქით, ხალხი ძალიან მეგობრულია და ჩემს შვილს საჩუქრებს ჩუქნიან“.


„ბიბისისთან“ ინტერვიუში რუსი ტურისტები აცხადებენ, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვით ხალხს პრობლემა შეექმნა, თუმცა რუსეთიდან საქართველოში მაინც ჩამოვლენ მინსკის და ანკარის გავლით.


„ბიბისი“ ასევე ესაუბრა ანნა დენისოვას, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად 2.5 წლის წინ გადმოვიდა და შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროს უძღვება.


„აქ 10 წლის განმავლობაში ჩამოვდიოდით და მცირეოდენი უარყოფითი დამოკიდებულებაც ჩვენს, როგორც რუსების მიმართ, არ მიგრძვნია“, – აცხადებს ანნა.

„ბიბისი“ მკითხველს უყვება ასევე სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწყებულ კამპანიაზე #spendyoursummeringeorgia, სადაც საქართველო მხარდამჭერ გზავნილებს იღებ




https://1tv.ge/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031