გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელია: "ქართული ოცნება" აბსურდის თეატრშია შესული

28-06-2019

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა და პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.


ამჯერად კითხვის ნიშნის ქვეშ ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შენარჩუნება დგას.


არსებული ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით პარლამენტში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.


სადეპუტატო მანდატის შენარჩუნება-შეჩერებასთან დაკავშირებით ნიკა მელია განმარტებებს აკეთებს.


მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ახლა პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვს მიღებული.


"გუშინწინ მუშტებსა და ხელებს მიქნევნენ. მეუბნებოდნენ, რომ დასაჭერი ხარო. დღეს კიდევ უფრო დაბნეულები არიან - პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, დგანან და არ იციან, რა გააკეთონ, მაგრამ ახლა მთავარი ის არის, მე რა უნდა გავაკეთო.


რა თქმა უნდა, ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ. დილით ავდგები, გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვალ კოსტუმს და წავალ პარლამენტში. გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ? და რას ეტყვიან ცივილიზებულ სამყაროს - რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა, ეს კი გირაოს პირობების დარღვევაა და ციხეში უნდა წავიდესო?" - აცხადებს მელია.


მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" რაც არ უნდა გააკეთოს, თავი მოეჭრება.


"ქართულ ოცნებას" ბოროტი განზრახვა აქვს.


აბსურდის თეატრში არიან შესულები. ახლა მიდიან სააპელაციო სასამართლოში, პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, თუმცა იქაც ხომ მურუსიძეა.


წარმოიდგინეთ, მურუსიძემ შეცვალოს გადაწყვეტილება და დამაპატიმროს - ეს უფრო მძიმედ გამოიყურება.


ცხოვრებაში არსებობს ვითარებები, როცა აგური დაგეცემა და ამას შემთხვევითობას ვერ დააბრალებ - ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა "ქართული ოცნება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930