გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: დაველოდებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას

28-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დაელოდებიან სასამართლოს განჩინებას და მის შესაბამისად გადაწყვეტენ შეუჩერონ თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება. 

„ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, როგორც ვიცით პროკურატურამ გაასაჩივრა პირველი გადაწყვეტილება. მიაჩნიათ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც დააწესა სასამართლომ, არ არის საკმარისი და შესაბამისი იმ ბრალეულობის, რომელიც პროკურატურამ წაუყენა. რასაკვირველია სასამართლო დავა გრძელდება და ეს ნორმალურია. სასამართლომ უნდა მოგვახსენოს იყო თუ არა პროკურატურის ეჭვები და მასალა საკმარისი, იმისთვის რომ ბრალი დაუმტკიცდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. თუკი ეს მოხდა რასაკვირველია შესაბამისად მოხდება მისი სადეპუტატო მანდატის შეჩერებაც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა. 

ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930