გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზი ოზბორნი ტრამპს საკუთარი მუსიკის გამოყენებას უკრძალავს

28-06-2019

ბრიტანელი როკ-მომღერალი ოზი ოზბორნი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარი მუსიკის გამოყენებას უკრძალავს.

ამის შესახებ მომღერლის სახელით Instagram-ზე მისმა მეუღლემ შერონ ოსბორნმა დაწერა.


„ოზი ოსბორნის სიმღერის "Crazy Train"-ის არასანქცირებული გამოყენების გამო, ტრამპის კომპანიას ვატყობინებთ, რომ მათ ოზი ოსბორნის მუსიკის გამოყენება ეკრძალებათ პოლიტიკურ რეკლამაში, თუ სხვა კამპანიების დროს. ოზის მუსიკის გამოყენება ნებართვის გარეშე არ შეიძლება“, - ნათქვამია განცხადებაში.


დონალდ ტრამპმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებია ასახული, ვიდეოს ნაწილი კი, ტრამპის კადრებს დაეთმო, რომელსაც ფონად ოზბორნის სიმღერა "Crazy Train" ადევს.



https://pia.ge/




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930