გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება საერთაშორისო ვიზიტად ყოფნის პერიოდში

28-06-2019

ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე, მაგრამ ის ამ პერიოდში იყო საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება საერთაშორისო ვიზიტად ყოფნის პერიოდში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ირაკლი კობახიძის საქართველოში დაბრუნებისთანავე შედგა შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც მან გუნდის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.

„მან შეწყვიტა ვიზიტი, დაბრუნდა საქართველოში პირველივე რეისით და იმ მომენტშივე მოხდა მის მიერ ამ განცხადების გაკეთება, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს ფორმატში. ეს იყო ზუსტი ქრონოლოგია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930