გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ნოღაიდელი: სააკაშვილი ფიქრობდა, რომ „იმედი“, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა

14-02-2018

ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ- მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაკითხეს.
როგორც ნოღაიდელმა სასამართლო პროსცესზე განაცხადა, 2007 წელს სააკაშვილის ინტერესებში „იმედისა“ და რკინიგზის აქტივების გაცვლა იყო, რაზეც ბადრი პატარკაციშვილი არ დათანხმდა. 
„ბუნებრივია, პრეზიდენტს ჰქონდა ინტერესი ყველა საოზგადოებრივი საქმიანობს მიმართ და მათ შორის ტელევიზიებისა და მათი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. 2007 წლის ზაფხულში, როდესაც გაირკვა, რომ ერთდროულად ირაკლი ოქრუაშვილი მიდიოდა ოპოზიციაში და ბადრი პატარკაციშვილი მოდიოდა საჯარო პოლიტიკაში, ამის შემდეგ დაიწყო პატარკაციშვილთან მოლაპარაკებები, ინიციატორი სააკაშვილი იყო, რკინიგზის აქტივებისა და „იმედის“ აქტივების ერთმანეთში გაცვლაზე. ჩემთვის ნათელი იყო თავიდანვე, რომ ბადრი ამას არ გააკეთებდა.
სააკაშვილის მხრიდან იყო ინიციატივა „იმედის“ აქტივი გაცვლილიყო რკინიგზაში, შესაბამისად, აქედანაც ჩანს სააკაშვილის დაინტერესება ამ ტელეკომპანიითა და მისი სარედაქციო პოლიტიკით. „იმედი“ როგორც ტელევიზია, რომელიც იყო იმ მომენტში პირდაპირ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული, მას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა თავისი აზრით. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი იყო და ამაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გარეშე ვერავინ მიიღებდა.
პრეზიდენტთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი. იმ დროს განვითარებული მოვლენების გამო და თავისი ნამოქმედარით ყველა იყო კმაყოფილი. ფაქტიურად იმედი მაშინ გახდა რეალურად სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრება“- განაცხადა ნოღაიდელმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930