გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მისცენ ადამიანებს გადაადგილების უფლება

28-06-2019

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გამოიჩინონ კონსტრუქციულობა, ასევე შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით ქართულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, ასევე ინფორმაცია მიეწოდათ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორებს.

„ჩვენთვის ეს სიტუაცია მიუღებელია, იზღუდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება. ჩვენ აუცილებლად მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ჟენევის მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომ აუცილებლად გამოამჟღავნონ კონსტრუქციულობა და მისცენ ადამიანებს გადაადგილების უფლება, რომლებსაც პირველ რიგში ეს ჰუმანიტარული მიზნებისთვის ესაჭიროებათ, საუბარია თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებაზე.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდი ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით მსგავსი ქმედებების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031