გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ყველას მოვუწოდებ, რომ არ შეიძლება ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანოთ

28-06-2019

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამის შესახებ განცხადება მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მე მოვუწოდებ ყველას - გიორგი გახარიას მომხრეებსაც, იმათაც, ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, იმათაც, ვინც არ მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა და იმათაც, ვინც ნეიტრალური იყო - აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ, რომ არ შეიძლება ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანოთ,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, ასეთი პროცესები ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„ამის შემდეგ კითხვები ლარს რა მოუვიდა? ტურიზმს რა მოუვიდა? - ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს და ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ ვინმე სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, წარსულში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლამ გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ომი.

„მერამდენედ მეორდება? ეს ხომ გავლილი გვაქვს? ეს გაკვეთილები 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მივიღეთ და ვიწვნიეთ. მანამდე ორი რევოლუცია მოხდა, რომლებსაც სხვადასხვაგვარად აფასებენ, მაგრამ ერთი საერთო ნიშანი, რაც ორივეს აქვს, არის ის, რომ ორივემ უცილობლად გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ომი. ამას ვერავინ უარყოფს. გვაკლია ეგ ამბავი? აქედან გამომდინარე, ყველა უნდა გაჩერდეს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930