გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს მინისტრი: პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი - დაიცვა პარლამენტი, სამოქალაქო წესრიგი, კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა

28-06-2019

გიორგი გახარიამ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ მედიის კითხვებს კიდევ ერთხელ გასცა პასუხი. მინისტრის განცხადებით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს სულ სხვა განზომილებაში გადაეყვანათ ის სამწუხარო ქმედება, რომელიც დილით განხორციელდა საქართველოს პარლამენტში.


„კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს სულ სხვა განზომილებაში გადაეყვანათ ის სამწუხარო ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტში. რაც შემეხება მე, პასუხისმგებლობა და წასვლა საერთოდ პრობლემა არ არის, გადადგომა ყველაზე მარტივია.


ჩემს შემთხვევაში მინდა რამდენიმე ფაქტორს გავუსვა ხაზი. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც 20 ივნისს სამწუხაროდ მოხდა თბილისში. ეს აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად 10 საათამდე და ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია დემონსტრანტებზე თბილისის ქუჩებში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში. მაგარმ მას შემდგომ, რაც 10 საათის შემდგომ ამ აქციამ მიიღო აბსოლუტურად ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული ორგანიზებული ჯგუფების შტურმები განხორციელდა პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონკრეტულად პარლამენტზე. რა თქმა უნდა, პოლიცია ვალდებული იყო ემოქმედა. აქ არ შეიძლება, რომ უწყება, სამინისტრო, პოლიცია როგორც ინსტიტუტი, ამაში დავადანაშაულოთ.


მათ კანონი არ დაურღვევიათ, ყველა ის ქმედება რომელიც იყო, ორგანიზებულად განხორციელებული, პოლიციის მიერ იყო კანონს დაქვემდებარებული. შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია, პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი - დაიცვა პარლამენტი, სამოქალაქო წესრიგი, კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა. რასაც შემდგომ რასაკვირველია კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930