გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუგეშაშვილი კვლავ ღუდუშაურის საავადმყოფოში დააბრუნეს

14-02-2018


თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშილი რეანომობილით კვლავ ღუდუშაურის საავადმყოფოში დააბრუნეს.

გუგეშაშვილი ძმის სახლში შვილის პანაშვიდზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

პოლკოვნიკი ხვალ შვილის დაკრძალვასაც დაესწრება.

„ქალბატონი დოდო საავადმყოფოში სამკურნალოდ ისევ დაბრუნდება. მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მაგრამ უკეთესობა გვაქვს. ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოდის. სავარაუდო დამნაშავესთან, ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაზე ჭეშმარიტი და სწორი ინფორმაცია ქალბატონმა დოდომ და საგამოძიებო უწყებებმა იცის“- განაცხადა გუგეშაშვილის მეგობარმა. 

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავი დღეს უთხრეს და ის ექიმების მეთვალყურეობით ძმის სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილია დასვენებული.

ცნობისთვის, პოლკოვნიკის ოჯახს თავს 7 თებერვალს დაესხნენ, რა დროსაც მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი დაიღუპა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930