გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა მელია: ხელისუფლებას პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური დისკომფორტი აქვს

2-07-2019

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით დღეს 10:30-ზე

იმსჯელებს.

სააპელაციო სასამართლოს მიმართა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.


სასამართლოში წასვლამდე ნიკა მელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დღეს არაფერია გამორიცხული.


"რთულია, ამოიცნო "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, რადგან მას 7 წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას. სწორედ ამითაა გამოწვეული არარაციონალური ნაბიჯები.


ფაქტია, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური დისკომფორტი. "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ურჩევნია იმას, რომ მე პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოვცხადდები", - განაცხადა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მოთხოვნაა, დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეეფარდოს.


დაცვის მხარის აზრით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განჩინებით ნიკა მელიას შეუზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.


ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930