3-07-2019
ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ოფისში ხანძარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან ყველა თანამშრომელი გაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.