გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მალტიდან თბილისში პირველი რეისი შესრულდა

4-07-2019

მალტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შესრულდა.


ავიარეისი ავიაკომპანია AIR MALTA-მ Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით განახორციელა.


თბილისიდან მალტის მიმართულებით რეისი კი დღესვე 07:20 საათზე შესრულდა.


პირველი რეისით მალტიდან 37 ტურისტი ჩამოვიდა. თბილისიდან კი 92 ადამიანი მიემგზავრება.


პირველი რეისის მგზავრებს საზღვარზე ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი დაურიგდათ.


რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისი ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.


https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930